(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9661
EUR3.2965
ქუთაისი
ქუთაისის აეროპორტში ვიზეარის ბაზა გაიხსნა
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 00:00

ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მომსახურებას. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის წყალობით, ქუთაისის აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა - აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა.

23 სექტემბერს Wizz Air-მა გახსნა 25-ე ბაზა ქუთაისის აეროპორტში და დაამატა ფრენები 7 ქალაქიდან (ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი). წარმატებით შესრულდა პირველი პირდაპირი ფრენა ბერლინი-ქუთაისი და მგზავრებს საზეიმო ვითარებაში დახვდნენ აეროპორტის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ''Promotion Georgia-ს'' წარმომადგენლები. ახლა უფრო იოლად არის შესაძლებელი ესტუმროთ უძველესი კულტურისა და ისტორიის ქალაქს. ქუთაისის უნიკალური გეორგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე შეგიძლიათ მოინახულოთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და ნახოთ ბევრი დაუვიწყარი ადგილი ძალიან მოკლე დროის პერიოდში.

მშვიდობიან ფრენას გისურვებთ და გეპატიჟებით საქართველოში.

იხილეთ ოქტომბრის პირველი კვირის ფრენების განრიგი.

 

 

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.