(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.8608
EUR3.2107
ქუთაისი
გვირილობის დღესასწაული ქუთაისში
შაბათი, 06 მაისი 2017 01:20

გვირილობის დღესასწაული, იგივე ქუთაისის დღეები წელს 2-4 მაისს აღინიშნა. დღესასწაულის აღნიშვნა სათავეს იღებს მე-20 საუკუნის ტრადიციიდან, როდესაც გიმნაზისტი გოგონები აწყოდბნენ საქველმოქმედო მსვლელობას. ისინი ყიდდნენ გვირილებს და დაგროვილი ფულით ეხმარებოდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს.

დაწვრილებით...
ახალგაზრდები შიდა ტურიზმის განვითარებისათვის
ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2016 01:20

2016 წლის 3 - 4 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარება და მენეჯმენტი. ტრენინგს უძღვებოდა პოლონეთიდან სპეციალურად მოწვეული ტურიზმის ექსპერტი, ვოიტეკ მანია, რომელიც მუშაობს ქ. პოზნანის ადგილობრივი ტურიზმის ორგანიზაციაში. ის ხელმძღვანელობს კულტურული ტურიზმის განვითარებას.

დაწვრილებით...
ქუთაისში ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 01:20

ქუთაისში მსოფლიო რეკორდსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ოლიმპიურ ბაღში მეშვიდე ვარსკვლავი რიო დეჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ოქროს მედალოსანს ეკუთვნის. ინიციატივა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინიატრაციას ეკუთვნის. ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა და ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

დაწვრილებით...
რეგიონალური კონფერენცია ქუთაისში
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 01:20

დღეს, ქ. ქუთაისში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია „ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა სამეგრელოსა და რაჭის რეგიონებში, რეგიონალური ტურიზმისთვის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება იმერეთის რეგიონთან“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებული იყო სამი რეგიონის ონის, მარტვილის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მიერ. კონფერენციას ესწრებოდა ყველა ის პირი, რომელიც ჩართულია პროექტში:

დაწვრილებით...
ჩვენი პროექტის გაგრძელება 2016 წელს
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016 01:20

გვსურს მადლობა გადავუხადოთ პოლონეთს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "პოლიშ ეიდს", რადგან ბოლო რამდენიმე წელია ისინი მხარ უჭერენ ჩვენს საქმიანობებს რეგიონალური ტურიზმის განვითარების საქმეში. პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით მომდევნო თვეებში ფონდი "ICAD" "პრო მოუშენ ჯორჯიასთან" ერთად, თქვენვის აღმოაჩენენ არამარტო იმერეთის რეგიონს, არამედ მარტვილს

დაწვრილებით...
ჩვენი პროექტის გაგრძელება 2017 წელს
პარასკევი, 07 აპრილი 2017 01:20

2017 წლის გაზაფხულიდან გრძელდება ჩვენი პროექტი. ვაგრძელებთ სამი რეგიონის იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს პრომოუშენს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ეს რეგიონი განსხვავდება ერთმანეთისაგან მათ მაინც აქვთ საერთო - ესაა სტუმართმოყვარე ხალხი.

დაწვრილებით...
ქუთაისის აეროპორტში ვიზეარის ბაზა გაიხსნა
პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 00:00

ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მომსახურებას. ხელსაყრელი კლიმატური პირობების და ინფრასტრუქტურის წყალობით, ქუთაისის აეროპორტი სათადარიგო მნიშვნელობისაა - აქ ნებისმიერი ამინდის და ხილვადობის პირობებში შესაძლებელია რეისის მართვა.

დაწვრილებით...
თეთრი და წითელი ხიდები ქუთაისში
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 01:20

ჩვენს ქალაქში პოპულარულია იდეა, რომ თითქოს თეთრი ხიდის კონსტრუქცია საფრანგეთში, გუსტავ ეიფელის ქარხანაში დამზადდა. მაგრამ სინმადვილეში ეს პატივი წითელ ხიდს ხვდა წილად. ეს ხიდები დაახლოებით თანატოლები არიან და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან აერთებენ რიონის ორ ნაპირს ერთმანეთთან.

დაწვრილებით...
წარმოგიდგენთ ჩვენს გუნდს!
ხუთშაბათი, 30 ივნისი 2016 13:20

როგორც უკვე შეგატყობინეთ, მიმდინარე პროექტში ფონდი ICAD და „პრო მოუშენ ჯორჯია“ თანამშრომლობს სამ რეგიონთან, ესენია: ქუთაისის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი და ონის მუნიციპალიტეტი. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილებისადმი, რადგან პროექტის დაწყებდანვე მათგან დიდ დახმარებას ვღებულობთ.

დაწვრილებით...

<< თავი < წინა 1 2 შემდეგ > ბოლო >>
გვერდი 2, სულ 2

 

 

 

 

 

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.