(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9626
EUR3.2657
ქუთაისი
აკაკი წერეთლის ძეგლი

სოფელი სხვიტორი საჩხერის რაიონში მდებარეობს, მდინარე ჩიხურის ნაპირებზე. ამ სოფელში დაიბადა 1840 წელს დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი. შეძლებული თავადის ოჯახში. დედამისი ეკატერინე აბაშიძე იმერეთის მეფის სოლომონ I–ის შვილის შვილი იყო. ბავშვობა სოფელ სავანეში გაატარა ძიძასთან. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, ხოლო 1859 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც რომელიც 1863 წელს დაამთავრა. ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი სტუდენტობაში ჩამოუყალიბდა.

იგი გმობდა „წმინდა ხელოვნების“ პრინციპებს და სახავდა ქართული დემოკრატიული მწერლობის მიზნებსა და ამოცანებს. პოეტის ლექსებში „ჩონგური“, (1871) „პოეტი“ (1886) რეალისტური ხედვა მკაფიოდ აისახა. აკაკი წერეთელმა 1863 წელს ცოლად შეირთო ნატალია ბაზილევსკაია და ცოტა ხანს მოსკოვში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. მისი პირველი ლექსი „სადუმლო ბარათი“ 1860 წელს. დაიბეჭდა. აკაკი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში , მიუხედავად იმისა ,რომ ეკონომიკურად უჭირდა .

დიდი დამსახურება მიუძღვის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებაში, ქართული თეატრალური დასის შექმნაში , ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.

ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი სათავეში ედგა ქართველი ხალხის ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას (რუსული იმპერის წინააღმდეგ ) იღწვოდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების და სულიერების ამაღლებისათვის. ამ საქმეში დიდი როლი შეასრულა პოეტის ისტორიულმა დრამებმა, პოემებმა, ლექსებმა, რომანმა, პოლიტიკური ხასიათის პუბლიცისტურმა წერილებმა.

მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული მხატვრული აზროვნების განვითარებაში. სტილის სიცხადე, სისადავე, მდიდარი ლექსიკა, მაღალი მოქალაქეობრივი პათოსი, რამაც მას ილია ჭავჭავაძესთან ერთად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტონისა და სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ხალხმა სიცოცხლეშივე აღიარა იგი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. 1908 წელს მისი 50 წლის იუბილე მთელმა საქართველომ და მისმა ყველა კუთხემ აღნიშნა.

ქალაქ ქუთაისის მკვიდრმა ვასილ ამაშუკელმა ფირზე აღბეჭდა „აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, (1912წ) რომელიც გრანდიოზულ დღესასწაულად გადაიქცა.

ეს იყო უსაზღვრო სიყვარულის გამოვლინება დიდი პოეტის მიმართ, რომელმაც თავად უძღვნა სიცოცხლეც და შემოქმედებაც თავის მამულს, ქვეყანასა და ხალხს.

იგი გარდაიცვალა 1915 წელს. დასაფლავებულია თბილისში, მთაწმინდაზე.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ქუთაისის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.