(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9626
EUR3.2657
ქუთაისი
გალაკტიონ ტაბიძე

გალაკტიონი დაიბადა 1891/17 ნოემბერს, გარდაიცვალა 1959/17 მარტს. იგი იყო გამოჩენილი ქართველი პოეტი, საქ. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დაიბადა სოფლის მასწავლებლის ოჯახში, 1900-1908 წწ. სწავლობდა ქუთაისის სემინარიაში 1908.10 თბილისის სემინარიაში. გალაკტიონმა იმთავითვე დაიმკვიდრა "პოეტების მეფის" სახელი. ამ ლექსებით "მე და ღამე", "მთაწმინდის მთვარე", "ლურჯა ცხენები", "სილაჟვარდე", "მერი" მკითხველს სრულად ახალი პოეტური სამყარო წარმოუდგინა და პოეტი სახალხო მწერლად იქცა.

იგი იშვიათი უშუალობით და სილამაზით ამეტყველებს ადამიანის ფაქიზ განცდებს, იგი ამით აგრძელებს ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებით ტრადიციებს.გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას ქართულ პოეზიაში. ამ ხნის მანძილზე არ მოსულა არცერთი პოეტური თაობა, რომელსაც უფრო მეტი ეთქვას, ან მისი გავლენა არ განეცადოს. მისი ავტორიტეტი ქართულ პოეზიაში დღესაც განუყოფლად ბატონობს.

 

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ქუთაისის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.