(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9626
EUR3.2657
ქუთაისი
დავით IV აღმაშენებელი

მსოფლიოში არაერთი ქვეყნის ხალხს მიუნიჭებიათ მეფეებისთვის წოდება, საქართველოს ისტორიაშიც მრავალ მეფეს აქვს ხალხისაგან წოდება ბოძებული, მაგრამ მათგან გამორჩეულია დავით IV - რომელსაც ხალხმა უწოდა აღმაშენებელი. უპირველესად რთულ ვითარებაში გამეფდა იგი. ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნები საქართველოც შევიწროებული იყო თურქ-სელჩუკებისაგან. აღარ იყო აღარც ხვნა-თესვა, არც შენება. ქვეყანა დანაწევრებული იყო. მომრავლებული იყვნენ მოღალატე დიდებულები, როგორც საერო ისე სასულიერო ცხოვრებაში. მტრისგან შევიწროებული მოსახლეობა მთაში იყო გახიზნული.

ასეთ ვითარებაში გამეფებულმა 16 წლის მეფემ მის წინაშე არსებული ურთულესი პრობლემების გადაჭრა დაიწყო: I. ალაგმა მოღალატე თავადები, რომლებიც ხელს უშლიდნენ საქართველოს გაერთიანებას. ზოგი გააძევა ზოგიც ერწუხის ბრძოლაში ამოხოცა. II. განდევნა ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები ( ჩაატარა რუის-ურბნისის კრება. 1103წ.) და მათ ნაცვლად ღირსეულნი განაწესა. განამტკიცა ეკლესია, რომელიც ხალხის სულიერების, მართლმადიდებლობის განმტკიცების სამსახურში ჩადგა. ამას ქართველი ხალხისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

მანამდე არ არსებობდა მუდმივი ჯარი. დავით IV-მ ჩრდილოეთის კარი დალაშქრა.ძალით და დიპლომატიით შეძლო ჩრდილოეთის შემოსასვლელის განმტკიცება. იქ მცხოვრები ყივჩაღები, რომლებსაც ამ დროისათვის ვლადიმირის მთავარი ძლიერ ავიწროვებდა საქართველოში ჩამოასახლა. 40 000 ყივჩაღი მეომარი ძალა იყო.

ჭკვიანმა და წინდახედულმა მეფემ იცოდა, რომ მუდმივი ჯარის შექმნა აუცილებელი იყო ქვეყნისათვის. დაქირავებულ ჯარს ნებისმიერ დროს შეეძლო ღალატი. ოჯახიანად დამკვიდრებულნი ღალატს ვეღარ შეძლებდნენ. იგი თავად ხელმძღვანელობდა და თვალყურს ადევნებდა ჯარის დისციპლინასა და წვრთნას. ამ საქმეებს აგვარებდა და თან თურქ-სელჩუკებს პატარ-პატარა ბრძოლებით ტერიტორიებს აცლიდა ხელიდან.

უცნობი ისტორიკოსი წერს: „მეფე არა თუ ვითარცა სხვა ვინმე, უდგა ზურგით ოდენ სპათა თვისთა ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მრავალთაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთაგან თვით წინაუვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღლითა და ვითა გრიგალი მიდამოიქცეოდა.“ შეწუხებული მაჰმადიანები შეიყარნენ და გადაწყვიტეს ქართველი მეფის დავით IV-ის წინააღმდეგ გაერთიანებული ლაშქრობა მოეწყოთ.

უცხოელ ისტორიკოსთა წყაროები მტრის ჯარის რაოდენობას 600 000 განსაზღვრავენ. ქართველი ისტორიკოსი კი ასახელებს მათ რაოდენობას 300 000 კაცამდე. დავით IV-ის ჯარი კი 56 000 მოლაშქრისაგან შედგებოდა: 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ოსი და 100 ფრანგი ჯვაროსანი, როგორც ცნობილია ამ დროს უკვე ჯვაროსანთა ომები დაწყებულია.

საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა 1121 წელს გაიმართა დიდგორის ველზე. ნიჭიერმა მხედართმთვარმა დავით IV ბრძოლის ადგილი (თრიალეთისა და დიდგორის მიდამოები) ისე შეარჩია, რომ მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში უპირატესობა მოეპოვებინათ.

ბრძოლის დაწყების წინ მეომრებს მიმართა: „ თუ ისინი ღვთის და სამშობლოს სიყვარულით შეებრძოლებოდნენ მამაცურად ურიცხვ მტერს კია არა მათ მიმდევარ ეშმაკსაც კი დაამარცხებდნენ“. უკან რომ არ დაეხიათ ნიჩბისის ხეობა ჩახერგეს.

და... „იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთები ზანზარებდნენ“

ამ ბრძოლაში დავით IV-ის მიერ ჯარის სწორმა განლაგებამ ბრძოლის ადგილის გეოგრაფიულმა შერჩევამ, მეფის პირადი მაგალითის ძალამ, მეომრების თავდადებამ და სიმამაცემ სძლია მტრის მრავალრიცხოვნებას. ეს ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. „იმ დღეს იქმნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარების და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები“ ამ ბრძოლების შესახებ წერდნენ ისტორიკოსები: იბნ-ალ-ასირი, ალ-ჯაუზი, ალ-ფაროკი, ფრანგი კანცლერი გოტიე, რომლებიც აღნიშნავენ დავით IV-ის სიმამაცეს, წინდახედულობას და აგრეთვე მის დამოკიდებულებას მუსლიმური მოსახლეობის მიმართ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მეფის ტოლერანტობა (შემწყნარებლობა) საქართველოში ნებით დარჩენილი მუსლიმების მიმართ. მან არამარტო საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი გადაწყვიტა, არამედ მომავალ წელს 1122 წელს დედაქალაქი თბილისიც გაათავისუფლა. ამის შემდეგ მეფე დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა სომხეთის ქალაქი ანისი რომელიც 60 წელი მტრის ხელში იყო. გაათავისუფლა შირვანიც. დავით მეფე 1125 წელს გარდაიცვალა იგი გელათში დაკრძალეს.

დავით IV ფრიად განათლებული მეფე იყო. მან ძალიან კარგად იცოდა რომ ქვეყნის წინსვლა განათლებულ ადამიანებზე იყო დამოკიდებული. იგი საზღვარგარეთ (ძირითადად ბიზანტიაში) ყოველწლიურად აგზავნიდა 40 ახალგაზრდას სრულყოფილი განათლების მისაღებად.

გელათის აშენების შემდეგ აქ გახსნა აკადემია, უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მოიწვია იმ დროსათვის განთქმული მეცნიერები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭისძე, თეოფილე ხუცეს მონაზონი. არსენ იყალთოელი შემდეგ კახეთში იყალთოს აკადემიაში გადავიდა სამოღვაწეოდ.იოანე პეტრიწი მანამდე მოღვაწეობდა ბულგარეთში „ბაჩკოვოში“, რომელიც ააშენა ბიზანტიის კარზე მყოფმა გამოჩენილმა ქართველმა სარდალმა.

დავით IV-ის საფლავი მონასტრის სამხრეთის შესასვლელშია. უამრავი ლექსი,რომანი, გამოკვლევა მეცნიერული წერილი მიეძღვნა მის ცხოვრებას და მოღვაწეობას. მეცნიერმა და დიდმა მოღვაწემ არსენ იყალთოელმა ასეთი ეპიტაფია გაუკეთა საფლავს: „ვით ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხეს თურქნი სპარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამეხსნეს თევზი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს აწდა ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს.“

მისი საძვალე გახდა მის მიერ აშენებული გელათის მონასტერი.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

ქუთაისის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.