(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9336
EUR3.2487
ქუთაისი
ქორეთი

სოფელი ქორეთი საჩხერის რაიონში მდინარე ყვირილას ხეობაში მდებარეობს. ამ სოფელში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. ერთი ეკლესია ბორცვზე დგას წინაქრისტიანული სალოცავის ადგილზე, მეორე ღვთაების ეკლესია სოფლის თავშია. აშენებულია X საუკუნის ბოლოს.

ნაგებობა დარბაზული ტიპისაა. სამხრეთ-დასავლეთით მთელ სიგრძეზე მიშენებული აქვს კარიბჭე. საკურთხეველი ერთი საფეხურით არის ამაღლებული. შესასვლელი კი ორი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. ფასადები მოჩუქურთმებულია. შემოსილი არის სუფთად გათლილი ქვის პერანგებით.

1945 და 1955 წლებში ამ ტერიტორიაზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის ორი ყორღანული სამარხი, რომელიც ქვაყრილში იყო მოთავსებული. სამარხეულ ინვენტარში იყო ლითონის ცულები, სატევრების პირები. ერთ-ერთი სატევრის ტარი შემკულია გრეხილი ორნამენტებით და სპირალებით. აქვე აღმოჩნდა სამკაულები: ქინძისთავები,სასაფეთქლე რგოლები, საკიდები.

ასეთივე მასალაა ღმოჩენილი საჩხერეში, ცარცის გორაზე. მკვლევარები ქართლის მტკვარ-არაქსის კულტურას ამსგავსებენ. აქ სამარხებში მიცვალებულების დამარხვა ძვ.წ.აღ Ш ათასწლეულის შუა ხანებიდან მიმდინარეობდა.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

საჩხერის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.