(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9781
EUR3.3
ქუთაისი
ჯრუჭის მონასტერი

ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც XI საუკუნეს განეკუთვნება, მდებარეობს საჩხერის რაიონში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის ჯრუჭულის სათავეში. ჯრუჭის სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში გადაკეთდა. კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. შემდეგ ხანებში ეკლესია მოიშალა და განახლდა XVI-XVII საუკუნეში.

ამ ტერიტორიას (ჯრუჭის ხეობას) ერთმანეთს ედავებოდნენ რაჭის ერისთავები და წერეთელთა სათავადო სახლი, რის გამოც იგი ციხე-სიმაგრის დანიშნულების გახდა.

XVIII საუკუნის 60-იან წლებში ჯრუჭის მონასტერი აღადგინა მეფე სოლომონ I-მა. მან წერეთელთა საგვარეულოს მისცა ნება იქ დასაფლავებისა.

1810 წელს მონასტერი უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში.

1810 წელს როდესაც რუსეთმა იმერეთი ძალით შეიერთა, ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულოს საკუთრებად გამოცხადდა. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი არის შუა საუკუნეების სხვა ნეგებობებიც.

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

საჩხერის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.