(+995) 593548507
info@visitkutaisi.com
ბროშურა 2017 / 2015 / 2014
USD2.9336
EUR3.2487
ქუთაისი
სავანე

სავანე, საჩხერის რაიონში, იმერეთის მაღლობზე, მდინარეების იზვარისა და ლაშურის წყალგამყოფზე მდებარეობს. სოფელი წყაროებში პირველად XI საუკუნეშია მოხსენებული. სოფელში არის შემონახული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი „წმინდა გიორგის“ ეკლესია. ძეგლის აგების თარიღად სამხრეთის შესასვლელში 1046 წელია მოხსენებული. აქვე მოხსენებულია ფეოდალი, ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე. დასავლეთის კედლის წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. ეკლესიის სტოა-კარიბჭეები მოგვიანებითაა აგებული.მორთულობა შერწყმულია ხუროთმოძღვრულ ფორმებს. ეკლესიაში არის XI ს-ის თაბაშირის კანკელი რომელიც დამახინჯდა ძეგლის შეკეთების დროს. (XIX საუკუნეში) ეკლესიის სამრეკლო XIX საუკუნეშია აშენებული.

სოფელ სავანეში გაატარა ბავშვობის წლები დიდმა ქართველმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ „აკაკი წერეთელმა“ . აქ იგი იზრდებოდა სავანელი გლეხის ოჯახში . ძიძასთან გაატარა ბავშვობა და გლეხკაცის ცხოვრებას ბავშვობაშივე გაეცნო. (წესი იყო ასეთი: დიდი თავადიშვილები ბავშვებს სოფლებში ძიძას მიაბარებდნენ აღსაზრდელად)

 

ტურისტული მარშრუტები

გსურთ ნახოთ იმერეთი, მაგრამ არ იცით საიდან დაიწყოთ? ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ მარშრუტები რეგიონის ირგვლივ, რომლებიც მიგიყვანთ საინტერესო ბუნებრივ სანახაობებთან, ისტორიულ ძეგლებთან და კლტურულ ატრაქციონებთან. თუ გაჰყვებით ამ ბილიკებს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ნამდვილ იმერულ „მარგალიტებს“- ათასწლოვან მონასტრებს, ისტორიულ შენობებს, ბუნების გასაოცარ სანახებს, მთებს, კანიონებს, მღვიმეებს, ჩანჩქერებს, მდინარეებს, ტბებს და ბევრ სხვა სანახაობებს. გექნებათ ასევე შესაძლებლობა გასინჯოთ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო. თვალი გადაავლეთ ჩვენს შემოთავაზებებს და აღმოაჩინეთ იმერეთი!.

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან დაგვირეკეთ:

ელ-ფოსტა:  info@visitkutaisi.com
ტელოეფონი: (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153

 

საჩხერის რუკა

ძიება ვებგვერდზე

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, 4600. გორკის ქ #18
ელ-ფოსტა:info@visitkutaisi.com
ტელეფონი: (+995)593548507


The Project co-financed by the Polish development cooperation programme of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.