ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი |

მუზეუმი დაფუძნებული იქნა 1951 წელს (აქ დაცულია 5386 ექსპონატი). მუზეუმში განთავსებულია 5386 ს.ს. ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის(1843-1928) საცხოვრებელ სახლში, რომელიც 1886 წელს აშენდა. სახლი მდებარეობს მის მიერვე საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებულ პარკში. მუზეუმი დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, ძირითადად XVIII-XIX საუკუნის, გერმანული, ინგლისური, ავსტრიული, ამერიკული, რუსული წარმოების საოჯახო ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა, ქარის ძრავა (1910 წ), სარეცხი მანქანა "ბერლინი" კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვა. ასევე სხვადასხვა ენებზე გამოცემული ნიკოლაძის წიგნები და პერიოდიკა. დიდი ჯიხაიში მდებარეობს ზღვის დონიდან 40 მ. ქუთაისიდან 20 კილომეტრზე. დიდი ჯიხაიში პირველად XVIII საუკუნეში ჩანს ვახუშტი ბატონიშვილის რუკებზე. 1972 წლიდან იმართება ყოველწლიური სახალხო დღესასწაული "ნიკოობა". დიდ ჯიხაიში გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი "იმერული ესკიზები".
მისამართი: სოფელი დიდი ჯიხაიში. სამუშაო საათები: 10.00 – 18.00, სამშაბათიდან-კვირამდე (დახურულია ორშაბათს). |
კულაშის ქართულ-ებრაული მეგობრობის მუზეუმი |

კულაში პატარა სოფელია კოლხეთის დაბლობზე, ქ. სამტრედიიდან 5 კმ მანძილზე. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად მოხსენებულია მე-16 საუკუნეში. სოფელში იყო მიქელაძეთა საგვარეულო ფეოდალური ციხე-დარბაზი. მრავალი წლის მანძილზე, სოფელი კულაში, იყო სახლი ქართველ ებრაელთა ყველაზე დიდი თემისა. დღეისათვის სოფელში დარჩა სამი სინაგოგა (აქედან ერთი აგებულია მე-18 საუკუნეში, ხოლო ორი მე-20 საუკუნეში) და ებრაელთა ძველი სასაფლაო. აქ არის ასევე ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ფოტოებისა და ნივთების მდიდარი კოლექცია, რომლებიც კულაშელ დიასპორის ყიველდღიურ ცხოვრებას ასახავს, მენორები, რაბინთა ფოტოები, წიგნები და ხელნაწერები ებრაულ ენაზე, ტიპიური ქართული ყანწები ქართული დრიშის გვერდით და წარწერები ქართულ ენაზე. დრამატურგი გურამ ბათიაშვილი და ებრაელი პოლიტიკოსი ეფრემ გური დაიბადნენ სოფელ კულაშში.
მისამართი: სოფელი კულაში. სამუშაო საათები: 10.00 – 18.00, სამშაბათიდან-კვირამდე (დახურულია ორშაბათს). |
|
|
|
|