ოკაცეს კანიონი |
კანიონი ბუნებრივი საოცრებაა, შთამბეჭდავი ბუნებით, განსაცვიფრებელი ჩანჩქერებითა და მომაჯადოებელი ხედებით. იგი მდებარეობს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, სოფელ ზედა გორდში. მისი სიგრძე 2 კმ-ია, ხოლო სიგანე ვარირებს 3-დან 20 მეტრამდე, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე. კანიონში რამოდენიმე ტბაა. ტბა ოსპახოს სიგრძე 60 მეტრია. ასხის კირქვის მთის მასივის აღმოსავლეთის კლდიდან, ეშვება სამ საფეხურიანი ჩანჩქერების კასკადი. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე 25 მეტრია, ხოლოს მეორე ჩანჩქერის 70 მ. იმ ადგილას სადაც ნაკადი მდინარე საწისქვილოს უერთდება, წარმოიშვება მესამე ჩანჩქერი, კასკადის 35 მეტრის სომაღლის მესამე საფეხური. მდინარე ოკაცეზე რამოდენიმე ბუნებრივი ქვის ხიდია. კანიონში არის ასევე გამოქვაბულები, საიდანაც გამოდის კასტრული წყაროები. 1 კმ სიგრძის საფეხმავლო გზა, რომელიც დაკიდებულია კანიონის კიდის გასწვრივ, საშუალებას აძლევს ვიზიტორებს დაათვალიერონ ბუნებრივი საოცრება და მისი ულამაზესი ჩანჩქერები. საფეხმავლო გზამდე ბილიკით უნდა მიხვიდეთ, რომელიც უმშვენიერეს ტყეში გადის. მათ ვისაც ფეხით ბევრი სიარული არ უნდა, შუძლიათ დაიქირავონ მანქანა (4x4) მძღოლით (დასაქირავებელი პუნქტი არის გორდის ტურისტული ცენტრის გვერდით). |