ბორია აბჟანდაძე |
ბორია აბჟანდაძე – მეტყევე და მონადირე, რომელიც ცხოვრობს პატარა ქოხში სოფელ ჩხართან ახლოს, გორის წვერზე, რომელსაც ადგილობრივები ხეკეპილს ეძახიან. ამ ადგილას სტუმრობა ყველა მოგზაურისათვის ახდენილ ოცნებას და სიზმარს ჰგავს. ბორია აბანდაძეს აქვს17 ჰექტარი მინდვრები და ტყე. ფერმაში ჰყავს ცხენები, ძროხები, თხები და ცხვარი. თვითონ ამზადებს პურს, ყველს, ატყავებს ცხოველებს, ამზადებს უგემრიელეს საკვებს და თუ სურვილი გაქვთ გასწავლით ყველაფერი ამის კეთებას. ხეკეპილის გორიდან შეგიძლიათ დატკბეთ გარშემო მთებისა და ტყიბულის ტბის ულამაზესი ხედებით. არავინ იცის შემოგარენი ისე კარგად, როგორც ბორიამ და მისმა შვილიშვილმა. ისინი წაგიყვანენ ლაშქრობაზე ან ცხენით საჯირითოდ და გაჩვენებენ წარმოუდგენლად ლამაზ ადგილებს, უცნობს, თვითონ ქართველებისთვისაც კი. თქვენ ნახავთ კოლხეთის ტყეების ველურ ბუნებას, ჭაობიან ადგილებს, გამოქვაბულებს და ბევნ სხვა ულამაზეს ადგილს. ფასები: სახლის ქირაობა დღეში 25 ლარი, გიდის დაქირავება ჯგუფისათვსი 50 ლარი დღეში, ღამის გათევა საკვებით - 20 ლარი ერთი ადამიანი. მისამართი: ხეკეპილის გორა, სოფ. ჩხარი. თუ გეგმავთ ესტუმროთ ბორია აბჟანდაძეს, წინასწარ დაგვიკავშირდით: – ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად. or (+995) 593 548 507, (+995) 557 263 153 |